გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური ქვეპროგრამების მართვას და მათ განხორციელებაზე კონტროლს.
სამსახური ადმინისტრირებას უწევს 25 ქვეპროგრამას, რომელთა ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს გარდაბანში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, შშმ პირების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორც სერვისების მიწოდების, ასევე ფულადი დახმარების გაცემის გზით.
სოციალური ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერი წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს.