საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა; მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია)
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვნ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა: ასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარი; პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარი;
კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა); დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარი (დისკეტის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);
საჯარო ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, წარმოადგინეთ წერილობითი განცხადება. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესს არეგულირებს