1. პროგრამით მოსარგებლე

პროგრამით მოსარგებლეები არიან: ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები.

  1. პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი

პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).

  1. პროგრამა ითვალისწინებს დახმარების გაცემას:
  • დიდი სამამულო ომის მონაწილეებზე – 1000 (ათასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით – 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
  • სოციალურად დაუცველ (1000-დან 65 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
  • სოციალურად დაუცველ (65 001-დან 100 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
  1. დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ქორწინების მოწმობის ასლი ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (ომში დაღუპულთა ოჯახის წევრის დახმარების შემთხვევაში);
  • ვეტერანის მოწმობის ასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით
  • გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
  • განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.