1. პროგრამით მოსარგებლე

პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები მარტოხელა მშობლები, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.

  1. პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი და პროცედურები
  • პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“).
  • პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მარტოხელა მშობლებზე მატერიალურ დახმარების გაცემას:
      • სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობელზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 120 000 ქულის ჩათვლით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
      • მარტოხელა მშობელზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
  1. დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსი 11911 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას);
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
  • განცხადების საბანკო რეკვიზიტები.