1. პროგრამით მოსარგებლე

პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახები, იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

  1. პროგრამით მოსარგებლის დაფინანსების ზოგადი წესი
  • პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“).
  • პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას:
    • 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
    • 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
  1. დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული;
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
  • განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.