1. პროგრამით მოსარგებლეთა ჯგუფი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალიზაციის ხელშეწყობის საჭიროების მქონე უფროსი თაობის (60+) ადამიანები (არაუმეტეს 30 პირისა).

  1. პროგრამის აქტივობები
  • პროგრამაში ჩართვის მსურველთა მოძიება სხვადასხვა მხარის ჩართულობის და ინფორმაციის გავრცელების გზით;
  • შეფასება და ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება:
      • ძლიერი მხარეების, საჭიროებების და ინტერესების პირველადი შეფასება შემდგომი ნაბიჯების (ინდივიდუალური, ჯგუფური) დაგეგმვის მიზნით;
      • პირველადი შეფასებიდან გამომდინარე, სრული შეფასების განხორციელება და შემთხვევის მართვა გამოკვეთილ ინდივიდუალურ ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არსებულ სხვადასხვა მომსახურებაში გადამისამართება/სოციალური თანხლება და ჩართვის ხელშეწყობა;
      • მოსარგებლეთა პირველადი შეფასებიდან გამოვლენილი ძლიერი მხარეების, საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებით ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა.
  • ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა:
      • პროგრამის ბენეფიციარებთან ჯგუფური შეხვედრების უზრუნველყოფა სხვადასხვა ფსიქო-სოციალურ საკითხებზე, მოსარგებლეთა საჭიროებებზე, ძლიერ მხარეებსა და სურვილებზე დაყრდნობით;
      • ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა, სრული შეფასებისა და მუშაობის პროცესში გამოკვეთილი საჭიროებიდან გამომდინარე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ფუნქციონირების გაუმჯობესება-შენარჩუნებისთვის;
      • თვითდახმარების ჯგუფების ორგანიზება სხვადასხვა საკითხზე (სულ ცოტა თვეში ერთხელ).
  • თვითრეალიზაციის და სხვა უნარების გაძლიერება:
      • სასწავლო ჯგუფების ორგანიზება ციფრული უნარების განვითარებისთვის, რათა შეძლონ დისტანციურად კომუნიკაციის დამყარება სოციალურ გარემოსთან;
      • მოსარგებლეთა გამოკვეთილი ინტერესების საფუძველზე სასწავლო ჯგუფების ორგანიზება;
      • უფროსი თაობის ადამიანების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და სურვილისამებრ ახალგაზრდებისათვის ამ უნარების სწავლება/გაზიარება;
      • მოსარგებლეთა სხვადასხვა საზოგადოებრივ-მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა (მათი ინტერესის გათვალისწინებით);
      • საკუთარი უფლებების და მათი დაცვის გზების შესახებ საინფორმაციო ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება იურისტთან;
      • კონსულტაციის გაწევა თვითდასაქმებასა და მცირე ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.
  • სოციალურ-კულტურული აქტივობები:
      • მოსარგებლეთა საინტერესო ყოველდღიური აქტივობები და საჭირო სოციალურ-კულტურული აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა (წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით);
      • დღესასწაულების           აღნიშვნა        მულტიკულტურული        ფაქტორების            გათვალისწინებით  და პროგრამის მოსარგებლეთა აქტიური ჩართულობით;
      • ხანდაზმულთა დღის აღნიშვნა ოჯახის წევრების ან/და სხვადასხვა უწყების, მათ შორის ბიზნესის ჩართულობით;
      • მოსარგებლეთა საქმიანობიდან შემოსავლის მიღების ხელშეწყობა (მაგ. ნამუშევრების გამოფენებზე გატანა, ონლაინ გაყიდვებში მხარდაჭერა, გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება).
  1. პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები

პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია მოსარგებლე (60 წლის და მეტი ასაკის) აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს:

  • აქვს სოციალიზაციის აქტივობებში ჩართვის დაბალი ხელმისაწვდომობა;
  • აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი (150 000 ქულამდე);
  • ცხოვრობს მარტო.
  1. პროგრამის ვადები
  • პროგრამის მოქმედების ვადაა 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
  • მოსარგებლეთა პროგრამის აქტივობაში ჩართვა განხორციელდება წლის განმავლობაში.
  • მერიის პირის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
  • პროგრამაში ჩართვიდან არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება პირველადი და საჭიროების შემთხვევაში სრული შეფასება. შეფასებაზე დაყრდნობით პროგრამის მოსარგებლესთან ერთად განისაზღვრება საჭირო ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები.
  • ინდივიდუალური მომსახურებისათვის შემთხვევის მართვის სპეციალისტი შეადგენს დროში განსაზღვრულ გეგმას.
  • ყოველდღიურ და სოციალურ-კულტურულ ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა დაიწყება შეფასების დასრულებისთანავე.
  • ფსიქოლოგის, იურისტის და მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოციალური მუშაკის მიერ კონსულტირება განხორციელდება წლის განმავლობაში, ინდივიდუალურ და ჯგუფების საჭიროებებზე დაყრდნობით.
  • ცენტრი ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში (3 დღე კვირაში) 11:00 საათიდან 16 საათამდე.
  • ჯგუფური შეხვედრები განხორციელდება წლის განმავლობაში, თვეში ოთხჯერ.
  1. პროგრამის პროცედურები
  • პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა მიმართოს მერიას, წარმოადგინოს პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და შეავსოს განაცხადი.
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“) ადგენს აქტს მოსარგებლის სოციალურ-ეკონომიკური (ფაქტობრივი) მდგომარეობის შესახებ.
  • მერია პირის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს მომართვის რიგითობის მიხედვით ადგილების შევსებამდე (30 ადგილი) და აცნობებს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას.
  • პროგრამაში ჩართვა დასტურდება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი და პროგრამით მოსარგებლე.
  • პირის პროგრამაში ჩართვის შემდეგ ხორციელდება მოსარგებლის ძლიერი მხარეების, ინტერესების და საჭიროებების პირველადი შეფასება, რის მიხედვითაც განისაზღვრება სრული შეფასება ესაჭიროება პირს თუ მხოლოდ დაინტერესებულია ჯგუფური აქტივობებით.
  • სრული შეფასების საჭიროების გამოვლენისას შემთხვევის მართვის სპეციალისტი გაწერს ინდივიდუალურ გეგმას და ახორციელებს მას.
  • სხვა საჭიროებებით დაინტერესებული ბენეფიციარები ერთვებიან დღიურ და ჯგუფურ აქტივობებში.
  • პროგრამიდან ბენეფიციარის ამორიცხვა განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
  • პროგრამაში ჩართვის მსურველთა ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში იფუნქციონირებს მომლოდინეთა რეესტრი.