
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა
- პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 6 თვე) 25 წლამდე აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც:
1.1 სწავლობს საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არის დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახიდან;
1.2 სწავლობს საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (წინა სემესტრის საშუალო მონაცემით 90 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების ჩათვლით);
1.3 სწავლობს სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (წინა სემესტრის საშუალო მონაცემით 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით).
- პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი:
1. პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად
იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).
2. პროგრამა ითვალისწინებს:
2.1 – 1 პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის გათვალისწინებული სტუდენტებისთვის სოციალურ დახმარებას, აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით;
2.2 – 1 პუნქტის 1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული, წინა სემესტრის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის, სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში, ხოლო თუ წარჩინებული სტუდენტი ამავდროულად ფლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს – 700 (შვიდასი) ლარის ფარგლებში; პროგრამა ითვალისწინებს ერთი წლის განმავლობაში პირველი 70 (სამოცდაათი) განცხადების დაკმაყოფილებას.
2.3 – 1 პუნქტის 1.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინა სემესტრის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის, სწავლის სემესტრული თანხის სრულ დაფინანსებას 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით; პროგრამა ითვალისწინებს ერთი წლის განმავლობაში პირველი 12 (თორმეტი) განცხადების დაკმაყოფილებას.
2.4 – 1 პუნქტის 1.2 და 1.3 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები შეიძლება დაფინანსდნენ წელიწადში ორჯერ. დაფინანსების მისაღებად განცხადება წარდგენილი უნდა იყოს: შემოდგომის სემესტრისთვის – არაუგვიანეს 15 სექტემბრისა, ხოლო გაზაფხულის სემესტრისთვის – არაუგვიანეს 15 მარტისა; განცხადებაში აუცილებელია მიეთითოს გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადა;
2.5 სწავლის საფასურის თანადაფინანსების მიღება არ ეწინააღმდეგება სტუდენტისთვის ყოველთვიური სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას.
- დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
- ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან/უწყებიდან ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
- ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ“ ან განმცხადებლის და მისი დედმამიშვილების დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში);
- მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედ-მამით ობოლი სტუდენტის შემთხვევაში);
- სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმპ შემთხვევაში);
- ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის დადასტურების შესახებ (ცნობა საჭიროა წარმოდგენილ იქნას ყოველი თვის 10-დან 25 რიცხვამდე მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები (მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);
- ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ფაკულტეტის/სპეციალობის, აქტიური სტუდენტის აკადემიური მოსწრების (ქულების შეფასების), გადასახადის რაოდენობისა და მისი დაფარვის ვადის შესახებ (მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტის შემთხვევაში);
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) საბანკო რეკვიზიტების მითითებით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან (მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტის შემთხვევაში).