- პროგრამით მოსარგებლე
- ოჯახი, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“) შუამდგომლობით, ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“) წერილის საფუძველზე საჭიროებს მატერიალურ დახმარებას.
- სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირი (18+), რომელმაც ზრუნვის ორგანო დატოვა არაუმეტეს 6 თვის ვადისა (სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად).
- ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებული პირი (სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად).
- პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი
- პროგრამის ფარგლებში მატერიალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება; სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ შემდგომი განხილვისთვის გადაეცემა სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას (შემდეგში „კომისია“), რომელიც კენჭისყრის საფუძველზე იღებს კომისიის გადაწყვეტილებას და ასახავს შესაბამის ოქმში.
- პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, მერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მერი კომისიის ოქმის საფუძველზე და გასცემს მას არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ და ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებულ პირებზე არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
- დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მერის წარმომადგენელი; ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მიერ მომართვის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
- ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
- საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზრუნველობიდან ამორიცხვის შესახებ (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
- ფორმა №IV-100/ა (ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებულ პირების შემთხვევაში);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.