- პროგრამით მოსარგებლე
- მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი);
- სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000- ს)
- დიდი სამამულო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
- ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;
- შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (მათ შორის ეტლით მოსარგებლეები, ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ან მხედველობის დაქვეითების მქონენი);
- სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
- ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბავშვები;
- სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000-ს);
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
- მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (მკვეთრი- მნიშვნელოვანი);
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
- სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეები;
- სოციალურად დაუცველი (120 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე (6-12 წლის ჩათვლით) შვილები;
- დედ-მამით ობოლი ბავშვები (6-12 წლის ჩათვლით).
- პროგრამით მოსარგებლეთათვის სასაჩუქრე ნობათის გაცემის ზოგადი წესი
პროგრამა ითვალისწინებს მოსარგებლეთათვის სასაჩუქრე ნობათის გადაცემას სადღესასწაულო დღეებში:
- 3 მარტი (დედის დღე) – მრავალშვილიანი ოჯახები;
- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული – სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები და მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
- 9 მაისი – დიდი სამამულო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები;
- 26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) – ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;
- 1 ივნისი (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე) :
- 1 შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (მათ შორის ეტლით მოსარგებლეები, ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის ან მხედველობის დაქვეითების მქონენი);
- სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
- ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარი ბავშვები;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები;
- სასწავლო წლის დაწყება სკოლებში:
- სოციალურად დაუცველი (120 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე (6-12 წლის ჩათვლით) შვილები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეები;
- სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები (6-12 წლის ჩათვლით);
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები (6-12 წლის ჩათვლით);
- დედ-მამით ობოლი ბავშვები (6-12 წლის ჩათვლით);
- ახალი წელი:
- სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000-ს);
- შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (მათ შორის ეტლით მოსარგებლეები, ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ან მხედველობის დაქვეითების მქონენი);
- სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
- ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარი ბავშვები;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები.
- დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“) წერილი, პროგრამის დასახელების მითითებით;
- ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის“ ცენტრის წერილი, პროგრამის დასახელების მითითებით (1.7 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
- ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“) შუამდგომლობა, პროგრამის დასახელების მითითებით (1.9 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
- ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციიდან წერილი, პროგრამის დასახელების მითითებით (მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
- რესურს-ცენტრიდან ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეების რაოდენობის შესახებ წერილი, პროგრამის დასახელების მითითებით (სკოლების მიხედვით) (1.11 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).