
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა გულისხმობს:
- მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო/სამაგისტრო სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 700 ლარის ოდენობით, ხოლო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო საგანმანათლებლო საფეხურზე, სწავლის სემესტრულ თანხას სრულად დაუფინანსებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
- სტუდენტი, რომელიც სწავლობს საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არის დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახიდან აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით მიიღებს.