- პროგრამით მოსარგებლე
პროგრამით მოსარგებლენი არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
- პროგრამით მოსარგებლის დაფინანსების ზოგადი წესი
- პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).
- პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალურ დახმარებას სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე:
- 1000-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
- 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
- დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ განმცხადებელი არის მარტოხელა, შვილებისა და მარჩენლის გარეშე (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.