- პროგრამით მოსარგებლე
პროგრამით მოსარგებლენი არიან 100 (ასი) და ას წელს გადაცილებული უხუცესები.
- პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსების ზოგადი წესი
- სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი/განმცხადებელი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).
- პროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალურ დახმარებას:
- ოქტომბერი, უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
- 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
- მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.