1. პროგრამით მოსარგებლეთა ჯგუფი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (5 პირი), რომელთაც, სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, დაუდგინდათ პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.

  1. პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები

პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია მაძიებელს (18 წლის და მეტი ასაკის) ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს:

  • მარტო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • მზრუნველობამოკლებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (150 000 ქულის ჩათვლით) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
  1. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტები
  • წინა წლის პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის ბენეფიციარი;
  • მომლოდინეთა ბაზაში რეგისტრირებული მაძიებელი;
  • ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის მქონე პირი;
  • მკვეთრად გამოხატული ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • მომართვის თარიღი;
  • სოციალურად დაუცველობის დაბალი ქულა.
  1. პერსონალური ასისტირების ტიპები
  • რეგულარული ასისტირება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური, სენსორული, მსუბუქი და საშუალო გონებრივი შეზღუდვის, ასევე ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებას (თვეში ერთ მოსარგებლეზე არაუმეტეს 60 საათი);
  • სპეციალიზებული ასისტირება, რომელიც ითვალისწინებს მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებას (თვეში ერთ მოსარგებლეზე არაუმეტეს 120 საათი).
  1. პროგრამის ამოცანები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სურვილის გათვალისწინებით, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება პერსონალური ასისტენტის მომსახურებით (კვებაში დახმარება, საკუთარი თავის მოვლასა და ჩაცმაში ხელშეწყობა, სახლის საქმე, საყიდლებზე სიარული, მობილობა და კომუნიკაცია, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და საჯარო სერვისების მიღების ხელშეწყობა, სხვა ყოველდღიური საქმიანობა);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფუნქციური შესაძლებლობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდის და სოციალურ აქტივობის ხელშეწყობა/თანხლება პერსონალური ასისტირების საშუალებით (მუშაობა, დასვენება, სწავლა, უნარების განვითარება, დღის დაგეგმვა ან/და სხვა აქტივობები).
  1. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა №IV-50/4 ან ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსისა და შეზღუდვის ხარისხის შესახებ);
  • კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
  • აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი; ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);
  • აქტი/დასკვნა (ფორმა №IV-50/2) ასისტირების საჭიროებისა და მისი ტიპის (რეგულარული ან სპეციალიზებული) შესახებ.
  1. პროგრამის ვადები
  • პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მაძიებლის პროგრამაში ჩართვა განხორციელდება წლის განმავლობაში თავისუფალი ადგილის ამოწურვამდე.
  • მაძიებელი ვალდებულია მერიის შეტყობინებიდან არაუმეტეს 14 დღის ვადაში სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შეფასება და აქტი/დასკვნა წარმოადგინოს მერიაში.
  • მომსახურების მიმწოდებელი 14 დღის ვადაში ახორციელებს მაძიებლის დეტალურ შეფასებას და ინდივიდუალური გეგმის შედგენას, ასისტენტის არჩევას, სამმაგი ხელშეკრულების გაფორმებას და მერიაში წარდგენას.
  • ადმინისტრაციული დაპირების (ან ვაუჩერის) მოქმედების ვადა განისაზღვრება მერიის ჩართვის გადაწყვეტილებიდან წლის ბოლომდე ან საჭიროებისამებრ.
  • მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია თვის ანგარიში წარმოადგინოს მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა).