1. პროგრამით მოსარგებლე
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი დაავადებებიდან ერთ-ერთი მაინც: დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი, ლეიკემია, დიაბეტი, მხედველობის შეზღუდვა, მეტყველების შეზღუდვა, სმენის დაქვეითება და/ან არიან ეტლით მოსარგებლე;
  • „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვი (განურჩევლად დიაგნოზისა);
  • ეტლით მოსარგებლე, მხედველობა შეზღუდული, მეტყველება შეზღუდული, ან სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს შვილი.
  1. პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი
  • პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“).
  • პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ შემდეგი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების (18 წლამდე) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
      • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დიაგნოზით: დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა) – 21 მარტი;
      • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დიაგნოზით: აუტიზმი) – 2 აპრილი;
      • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დიაგნოზით: ლეიკემია, ეტლით მოსარგებლე, მხედველობა შეზღუდული, მეტყველება დაქვეითებული და/ან სმენადაქვეითებული) და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (18 წლამდე ) – 1 ივნისი;
      • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დიაგნოზით: დიაბეტი) – 14 ნოემბერი.
  • პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (3 დეკემბერი) შემდეგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (18 წლის ზემოთ) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
      • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ეტლით მოსარგებლე, მხედველობა შეზღუდული, მეტყველება დაქვეითებული და სმენადაქვეითებული);
      • „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელი.
  1. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე/მზრუნველი/ მხარდამჭერი) განცხადება;
  • განმცხადებლის (შშმ პირის) პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი;
  • სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.