- პროგრამით მოსარგებლე
პროგრამით მოსარგებლე არის დიალიზზე დამოკიდებული, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქე.
- პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი
- სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).
- პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას დიალიზის მომსახურების მისაღებად. თანხა გაიცემა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
- დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
- ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები (ყოველთვიურად).