1. პროგრამით მოსარგებლე
  • სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • ძალადობის/ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • მიუსაფარი/უსახლკარო ბავშვები და მათი ოჯახები;
  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • ქუჩაში მომუშავე ბავშვები და მათი ოჯახები;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • მავნე ზეგავლენის ქვეშ მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • ადრეულ ქორწინებაში ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • არასრულწლოვანი მშობლები და მათი შვილები;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი მშობლების არასრულწლოვანი შვილები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები;
  • ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი(ები);
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები;
  • სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვები და მათი ოჯახები;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბავშვები და მათი ოჯახები;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლის ბავშვები;
  • მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები;
  • სპეციალური საკვების საჭიროების მქონე ბავშვები (ფენილკეტონურია/ცელიაკია);
  • იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები;
  • სხვა უწყებიდან რეფერირებული ბავშვები და მათი ოჯახები;
  • სხვა ბავშვები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ ჯგუფს.
  1. პროგრამის აქტივობებია:
  • მოქალაქის მომართვის, მესამე პირის მხრიდან განხორციელებული შეტყობინების, ანონიმური, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/რეფერირებული საკითხის, მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ადგილზე შესწავლა სოციალური მუშაკის მიერ;
  • საჭიროებების და ზიანის რისკების დონის იდენტიფიცირება პირველადი შეფასების (სკრინინგის) ან/და ბავშვისა და ოჯახის შეფასების გზით;
  • შეფასებით გამოკვეთილი სხვა უწყებათა კომპეტენციის ან მაღალი რისკის შემთხვევაში საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ორგანოში;
  • ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორების შეფასებაზე დაყრდნობით, ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ანალიზი და საჭირო პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სერვისების მოძიება;
  • სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის პროექტის შედგენა (ჯანმრთელობის, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული, განათლების, განვითარების და სხვა სერვისების დაგეგმვა);
  • მულტიდისციპლინური გუნდის სხდომაზე საქმის და ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის პროექტის განხილვა და დამტკიცება (მატერიალური და არამატერიალური დახმარებები);
  • მშობელთან/წარმომადგენელთან შეთანხმებული ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • სხვა მუნიციპალიტეტიდან და უწყებიდან რეფერირებული საკითხის შესწავლა, საჭირო მომსახურების მიწოდება ან/და აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა;
  • მხარდაჭერის გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
  • მხარდაჭერის ღონისძიებების შეწყვეტა;
  • შეწყვეტილი საქმეების მონიტორინგი.
  1. პროგრამის პროცედურები
  • მაძიებელმა უნდა მიმართოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში „მერია“), წარმოადგინოს პირადობის მოწმობა/პასპორტის ასლი და შეავსოს განაცხადი. განაცხადზე რეაგირებას ახორციელებს სოციალური მუშაკი და ახორციელებს პირველად შეფასებას.
  • მესამე პირის მხრიდან, ანონიმური, სახელმწიფო/ სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციას და მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილ შემთხვევებს მიწოდებიდან ადგილზე შეისწავლის სოციალური მუშაკი და ახორციელებს პირველად შეფასებას.
  • პირველადი შეფასების შემდეგ სოციალური მუშაკი განსაზღვრავს სრული შეფასების საჭიროებას ან/და სხვა უწყებაში რეფერირების აუცილებლობას.
  • სრული შეფასების განხორციელებამდე მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს სოციალური მუშაკის მიერ მოთხოვნილი საბუთები (დანართი 22.1 – დოკუმენტების ჩამონათვალის ფორმა) განცხადების ფორმით და განაცხადოს თანხმობა წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ.
  • სოციალური მუშაკი სრული ინტერდისციპლინური შეფასების შემდგომ ადგენს ბავშვის მხარდაჭერის გეგმას საჭირო ღონისძიებებით და წარუდგენს მულტიდისციპლინური გუნდის სხდომას განსახილველად.
  • ბავშვის მხარდაჭერის გეგმა გაიწერება განსაზღვრული ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. საჭიროებიდან გამომდინარე ვადის გაგრძელება შესაძლებელია ახალი გეგმის შედგენისა და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე.
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური გუნდი ინდივიდუალურად განიხილავს სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ მხარდაჭერის გეგმის პროექტებს, თანხმდება, იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს ოქმს. მიღებულ ოქმს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება).
  • ბავშვის მხარდაჭერის გეგმას ეცნობა მშობელი/წარმომადგენელი და ადასტურებს ხელმოწერით.
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უზრუნველყოფს დამტკიცებული მხარდაჭერის გეგმის შესრულებასა და მონიტორინგს.
  • ბენეფიციარი, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში, იღებს „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ მოსარგებლის სტატუსს.
  • მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება და საქმე იხურება: შედეგების მიღწევის, სხვა უწყებაში რეფერირების, კრიტერიუმების ცვლილების (ასაკის შესრულება, მისამართის ცვლილება) შემთხვევაში.
  • დახურული საქმის მონიტორინგი განხორციელდება 6 თვეში ერთხელ.
  1. პროგრამის ღონისძიებები

პროგრამის ღონისძიებებია:

  • მატერიალური დახმარება – მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით საქმის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მატერიალური დახმარება. დახმარების ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;
  • ფსიქოლოგის და პოზიტიური მშობლობის სერვისით უზრუნველყოფა – აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს ამ პროგრამის შემადგენელ ღონისძიებას, რომლის აუცილებლობაც გამოიკვეთება ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ. ღონისძიება მოიცავს ფსიქოლოგის დახმარებას ან/და ფსიქოლოგის მიერ მშობლისთვის აღზრდის პოზიტიური მიდგომის შესწავლას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბავშვის პატივისცემას, სიყვარულს, სითბოს გამოხატვას, დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენას, მასზე ზრუნვას, აღზრდისა და სწავლებას ჰუმანური გზებით და გამორიცხავს მკაცრი მეთოდების გამოყენებას, დასჯას, მუქარას, შეშინებას, ზეწოლას, შეურაცხყოფას და ა.შ.

სოციალური მუშაკისა და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მოსარგებლე ბავშვი ან/და მისი მშობელი, წერილობითი თანხმობის შემდგომ, ჩაერთვება აღნიშნულ ღონისძიებაში. ფსიქოლოგის და პოზიტიური მშობლობის სერვისს ბენეფიციარს მიაწვდის მისი არჩეული ან/და სოციალური მუშაკის მიერ შეთავაზებული მიმწოდებელი.

შეხვედრების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 10 შეხვედრისა. თითოეულ ბენეფიციარზე დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს – 6000 (ექვსი ათასი) ლარს;

  • ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა – აღნიშნული ღონისძიება მოიცავს საჭიროებიდან გამომდინარე:
      • ბავშვებისათვის საწოლების (მატრასით), საწერი მაგიდების და სხვა ავეჯის შეძენას. ავეჯის შეძენის ბიუჯეტი შეადგენს 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარს;
      • ოჯახისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას ( მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა და ა.შ.). საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის ბიუჯეტი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს;
      • პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას მერია ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
  • ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები – ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ საინფორმაციო მასალების მომზადება/შეძენა და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ღონისძიებების მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 3000 (სამი ათასი) ლარს.