გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

განაშენიანების დეტალური გეგმების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის შეტყობინების შესახებ ყველა განაცხადი მიიღება პორტალზე ms.gov.ge.

მომხმარებელმა უნდა აირჩიოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და ურბანული განვითარების ჯგუფის შესაბამისი ნომენკლატურა.

აღნიშნული განცხადებები აისახება ელექტრონულ რუკაზე და არის საჯარო, ხოლო დოკუმენტბრუნვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართება დოკუმენტბრუნვის მართვის ავტომატური საშუალებების მეშვეობით.