1. პროგრამით მოსარგებლე

პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები (100 000 ქულის ჩათვლით), ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები (100 000 ქულის ჩათვლით).

  1. მოსარგებლეების დაფინანსების ზოგადი პრინციპები
  • პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“).
  • პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაცემას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არის:
    • 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
    • 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
  1. დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შესახებ;
  • განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.