საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივ თვითმმართველობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ მუნიციპალიტეტის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები:

  • პეტიცია;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
  • მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა;
  • დასახლების საერთო კრება