დასაქმება მუნიციპალიტეტის ორგანოებში
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ–გვერდის მეშვეობით, მიიღოს მონაწილეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი რეგულირდება შემდეგი კანონმდებლობით:
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“
კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა www.hr.gov.ge და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისhttp://www.gardabani.gov.ge ადმინისტრირებულ ვებ გვერდებზე.