1. პროგრამით მოსარგებლე

პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები
სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები.

  1. პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი
  • პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად
    იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“).
  • პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
  1. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
  • განცხადება;
  • დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
  • ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ცნობა ან/და ხელშეკრულება ბავშვის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ;
  • განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.