
შემოიარე საქართველო

„შემოიარე საქართველო“ არის ახალგაზრდული და სათავგადასავლო პროექტი, რომლის უმთავრესი მიზნებია:
- სოციალური ინტეგრაციის გაღრმავება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მცხოვრებლებს შორის.
- ერთობლივი გამოცდილების შეძენა და საქართველოს მრავალფეროვანი რეგიონების შესწავლა.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ეს პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის, რათა მათ:
- სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.
- აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებაში.