- პროგრამით მოსარგებლე
პროგრამით მოსარგებლეები არიან:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.
- პროგრამით მოსარგებლის დაფინანსების ზოგადი წესი
- პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“).
- პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ერთჯერად მატერიალური დახმარების გაწევას მრავალშვილიან ოჯახებზე, თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
- მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მიერ მომართვის შემთხვევაში);
- ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მიერ მომართვის შემთხვევაში);
- ცნობა იუსტიციის სამინისტროდან „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ“ ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
- ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის შესახებ;
- საბანკო რეკვიზიტები.