- პროგრამით მოსარგებლე
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების ოჯახის წევრები, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
- დამკრძალავი ბიურო (გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის აღმოჩენის შემთხვევაში).
- პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ზოგადი წესი და პროცედურები
- პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების მისაღებად მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს (შემდეგში „მერი“) ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს (შემდეგში „მერის წარმომადგენელი“). მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად
იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის
სამსახურში (შემდეგში „სამსახური“). „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“
ბენეფიციარების შემთხვევაში, სამსახურს წერილობით მიმართავს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური,
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის
განყოფილება (შემდეგში „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“). უპატრონო
მიცვალებულის აღმოჩენის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან
სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მერისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. - პროგრამა ითვალისწინებს:
- მიცვალებულის ოჯახის წევრებზე სარიტუალო დახმარებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
- უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას 1200 (ათას ორასი) ლარის ფარგლებში.
- მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოსარგებლეთა მიერ განცხადების წარდგენის ვადაა – გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 120 (ას ოცი) კალენდარული დღე.
- მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
- დახმარების მისაღებად მერიაში წარსადგენი დოკუმენტები
- დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გარდაცვალების მოწმობის ასლი;
- გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
- ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
- ინფორმაცია/წერილი მერის წარმომადგენლისაგან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან სხვა დაწესებულებიდან (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
- გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
- ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ;
- განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
- დამკრძალავი ბიუროს ხარჯთაღრიცხვა გაწეული მომსახურების შესახებ (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში).