გარდაბანი გერბი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა

გერბის ფარი გაყოფილია 2 ნაწილად, ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ზედა მხარეს ცენტრში მოთავსებულია ვერცხლის ჯვარი, მეორე ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. გერბის ფარს მარცხნიდან მარჯვნივ კვეთავს ტალღოვანი სამი ყაბიწი. ვერცხლის ველზე ყაბიწის ფერი მეწამულია, მეწამულ ველზე ვერცხლი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაერილია  დევიზი “გარდაბანი”.

დროშა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა

დროშის ველი გაყოფილია ვერტიკალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილში მეწამულ ველზე ზედა მარჯვენა ნაწილში გამოსახულია ვერცხლის ჯვარი. მეორე ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. დროშას კვეთს სამი შემცირებული სარტყელი (დროშის სიმაღლიდან 1/4-ზე). მეწამულ ველზე სარტყელი ვერცხლია, ვერცხლის ველზე-მეწამული. დროშის პროპორციაა 2:3.