
სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია 2026-2037“-ისა და მისი 2026–2037 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საზოგადოების ჩართულობისა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო განხილვისთვის წარმოგიდგენთ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს (დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინდიკატორების პასპორტის პროექტიც, როგორც თანდართული ტექნიკური დოკუმენტი), რის ფარგლებშიც, 2026 წლის 23 ივლისს, 15:00 საათზე, ქალაქ გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქ. N 127-ში მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება საჯარო განხილვა.
დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს უფლება აქვთ დოკუმენტებთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 23 ივლისისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gar.meria@gardabani.gov.ge.
საჯარო კონსულტაციის ფარგლებში მიღებული შენიშვნები და წინადადებები განიხილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და, საჭიროებისამებრ, აისახება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციებში.