
სიახლეები
“ვარდისფერი ოქტომბერი”

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად უერთდება კამპანია „ვარდისფერ ოქტომბერს“ – ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დაავადების ნაადრევად გამოვლენის მიზნით ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივ მოქალაქეებს შპს „ნიქოზის სამედიცინო ცენტრის“ თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ მობილურ კაბინეტში სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ.
კვლევები მოიცავდა:
ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-დან 70 წლის ასაკის მამაკაცებში (ტარდება პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა – PSA ვენური სისხლით);
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (ტარდება მარტივი მეთოდით – FOBT ტესტი).
დროული სკრინინგი და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა, რაც ფაქტობრივად 100%-იანი განკურნების საწინდარია.