
სიახლეები
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა ჩატარდა

22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის – დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროსა და საკრებულოს მორიგ, გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხია:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2025-2030 წწ. სამოქმედო გეგმის“ საკითხი.