სიახლეები

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

23 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა.
კომისიის წევრებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენებისა და მწვრთნელის დაჯილდოების საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომაზე ასევე განიხილეს – ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2025 წლის მესამე კვარტლის ანგარიში.