სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

24 ოქტომბერს, საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2025-2030 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების – ლუკა კვანჭიანისა და გიორგი მათიაშვილის დაჯილდოების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სოფიკო კვანჭიანისა და მწვრთნელის შალვა აკოფაშვილის დაჯილდოების საკითხი.
5. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.