
სიახლეები
ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

30 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ, პირველი სხდომა გამართა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 4 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი – იუსუფ მელაძე წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად – მიხეილ გედეხაური აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – სამირ ხიალოვის, მოადგილეებად კი ზაზა ონიანი და ვუგარ მამედოვის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
ამის შემდეგ, საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური წარუძღვა.
საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით, ფრაქციების შექმნის საკითხი ცნობად მიიღეს და ორივე ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვალა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ – ლევან ხმალაძე, ხოლო ფრაქცია – ,,ხალხის ძალის” თავმჯდომარედ – ოთარ გავაშელიშვილი აირჩიეს.
წაკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის – ლევან ხმალაძის წარდგინებით, მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს:
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე – ზურაბ ბენდელიანი;
სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – გიორგი გურულიშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – ლევან ნიჟარაძე;
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძე;
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე – დავით ჭინჭარაული.