
სიახლეები
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა ჩატარდა

27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის – დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
ეს საკითხებია:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, შემდგომში დამტკიცების მიზნით.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, შემდგომში დამტკიცების მიზნით.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, შემდგომში დამტკიცების მიზნით.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, შემდგომში დამტკიცების მიზნით.