
სიახლეები
შეხვედრა სოფელ საცხენისის მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ საცხენისში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრისას მხარეებმა სოფელში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და ყურადღება იმ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურობას უკავშირდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს კონკრეტული ინიციატივები და მათთან ერთად განიხილეს ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელების ეტაპები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილზე გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რათა დასმული საკითხების გადაჭრა ეტაპობრივად მოხდეს. მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა თითოეული პრობლემა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს.