სიახლეები

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის თემურ ორჯონიკიძის და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულის პორტსმენის ალექსანდრე ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის სოსო ებილაშვილის და მწვრთნელის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ანა ბენდელიანის და მწვრთნელის გიორგი გულბანის დაჯილდოების საკითხი.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის მარიამ ბენდელიანის და მწვრთნელის გიორგი გულბანის დაჯილდოების საკითხი.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის აივენგო რიკაძის და მწვრთნელის ირაკლი თარხნიშვილის დაჯილდოების საკითხი.
7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის კობა ქარუმიძის და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის რობერტი კობლიაშვილის და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის რატი ტალიკიშვილის და მწვრთნელის შოთა ფერაშვილის დაჯილდოების საკითხი.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის გიორგი ცოფურიშვილის და მწვრთნელის იმედა ფრეწუაშვილის დაჯილდოების საკითხი.
11. ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2025 წლის წლიური ანგარიში, განხორციელებული საქმიანობის შესახებ.