სიახლეები
„პოეზია მუსიკაში“
ნანა ცინცაძის საავტორო საღამო – „პოეზია მუსიკაში“
საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის სახლში პოეტისა და სიმღერების ტექსტების ავტორის, ნანა ცინცაძის საავტორო საღამო – „პოეზია მუსიკაში“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ხელოვანებმა ლექსები წაიკითხეს, ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული თანამედროვე პოეზიისა და მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციას, ასევე რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.