სიახლეები

საკრებულოს გეგმიური სხდომა ჩატარდა

30 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო თერთმეტი საკითხი, რომელსაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: შორენა ჭუმბურიძე
თანამომხსენებელი: ზურაბ ბენდელიანი
7. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
11. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.