სიახლეები

სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა ჩატარდა

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის-ზურა ბენდელიანის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროს სხდომაზე განსახილველად, დადებითად გადაწყვიტეს. კერძოდ:
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 მაისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.