სიახლეები

სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ჩატარდა

21 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის – გიორგი გურულიშვილის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად შემდეგი საკითხები განიხილეს.

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების საკითხი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.