
სიახლეები
საქველმოქმედო ღონისძიება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფუად მირზოევი დაესწრო.
საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე შემოსული თანხა ამავე სკოლის პედაგოგს, თამარ მაისურაძეს გადაეცა.