სიახლეები

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

21 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელზეც დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა.

განხილვაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე-ლევან ნიჟარაძემ, 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და დარბაზში დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 56 მილიონ 862 ათას ლარს შეადგენს.

პრიორიტეტული მიმართულებებია:

1. ინფრასტრუქტურის განვითარება – 6,728.6 ათასი ლარი;
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა – 2,991.8 ათასი ლარი;
3. განათლება – 15,329.5 ათასი ლარი;
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 7,287.8 ათასი ლარი;
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 5,456.8 ათასი ლარი;
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 19,067.5 ათასი ლარი.