უფასო სკრინინგული კვლევები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ორგანიზებით, გარდაბანში 16-17 ივნისს, სკრინინგული კვლევები ჩატარდა.
კვლევები მოიცავდა:
- ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
- პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში (ტარდება პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა-PSA ვენური სისხლით);
- მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (ტარდება მარტივი მეთოდით-FOBT ტესტი).
სკრინინგული კვლევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი” ფარგლებში ჩატარდა.