
სიახლეები
„Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“

ნავთობის და გაზის XI-Q სალიცენზიო ბლოკზე სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიების საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ (გზშ).
ანგარიშის საჯარო განხილვას სააგენტო გეგმავს 2025 წლის 27 ივნისს 14 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში
![]()
ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N 127