
სიახლეები
თელეთობა 2026

თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა მოეწყო. ჩატარდა შეჯიბრებები მკლავჭიდში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში. საპრიზო ადგილებზე გასული გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
კულტურულ ნაწილში წარმოდგენილი იყო თელეთის საჯარო სკოლასთან არსებული ვოკალური ანსამბლი “იაგუნდი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ქართველო”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილეები შალვა გურულიშვილი, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
„თელეთობა“ ტრადიციულად ამაღლების დღესასწაულზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურულ-სპორტული ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.