განცხადებები

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი კოჯორში, მიმდინარე წლის 5 ივლისიდან – 10 ივლისის ჩათვლით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში განხორციელდება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
“ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
  • X-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
  • მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025წლებში;
  • მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.

 

დანართი N2. მშობლის თანხმობა

დანართი N3. ბანაკში წარსადგენი დოკუმენტაცია (1)

დანართი N4. მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და წესი

დანართი N7. ჯარის ბანაკი პროგრამა