სიახლეები

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

27 აგვისტოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა.

კომისიის წევრებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის დაჯილდოების საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.