სიახლეები

საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა

27 აგვისტოს, 13:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის – სამირ ხიალოვის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. „სართიჭალის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

სხდომაზე, ასევე განიხილეს გარდაბნელი სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის დაჯილდოების საკითხი.