სიახლეები

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

20 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის ვაჟა გენგაშვილის და მწვრთნელის ბადრი ბედიანაშვილის დაჯილდოების საკითხი.
2. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხილვა.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილების განხილვა.

კომისიის წევრებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტიც განიხილეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის №2 და ყარაჯალარის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან – მანანა მარგიანთან და აიტან გიზბასოვასთან ერთად, სკოლის თვითთმმართველობის მე-8 და მე-9, ასევე მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

მოსწავლეები ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის პროცესს, მათ შორის პრიორიტეტების განსაზღვრასა და კომისიის წევრთა შორის კითხვა-პასუხის ფორმატს გაეცნენ. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს სხვადასხვა მიმართულებებზე და ამომწურავი პასუხები მიიღეს კომისიის თავმჯდომარისგან.

,,მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და მათ დაინტერესებას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ” – აღნიშნა თამარ ხაჩიძემ.