განცხადებები

სკოპინგის ანგარიში

ნავთობის და გაზის XI-H (XIH, XIB და XIL გაერთიანება) სალიცენზიო ბლოკზე (ტერიტორიულად მოიცავს დუშეთის, თიანეთის, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს XIH, XIB და XIL სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლების გაერთიანებასთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს. წარმოგიდგენთ „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიერ წარმოდგენილ XI-H, XI-B და XI-L სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სკოპინგის ანგარიშსა (გზშ-ს მომზადების პირველი ეტაპი) და განცხადებას.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

XI H , XIB და XIL სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციიის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლების გაერთიანებასთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიში

XI H , XIB და XIL სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციიის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლების გაერთიანებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის გეგმა

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2026 წლის 30 ივლისს 14 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.