სიახლეები

შპს “საქართველოს მელიორაციის” პროექტის პრეზენტაცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს რეგიონში სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებასა და წყლის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მაგისტრალური არხების დაზიანებული უბნების აღდგენა, გამანაწილებელი ქსელების მოწესრიგება და პალდოს სათავე ნაგებობის რემონტი. სისტემა აღიჭურვება თანამედროვე, წყლის დონისა და ხარჯმზომი მოწყობილობებით, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდას და აგროსექტორის განვითარებას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, ზემო სამგორის პროექტის მენეჯერი ზურაბ ბესელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა.