სიახლეები

შპს „გ.ბ. კონსალტინგი“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.
შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წელს დაფუძნდა. ის ღვინისა და სხვა ალკოჰოლური, ასევე უალკოჰოლო სასმელების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.
კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარებს.
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.